კოსოვოს მიმართ პოზიციის გამო ესპანეთს საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას აუკრძალავენ
ესპანეთმა, შესაძლოა, საერთაშორისო სპორტული ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობა დაკარგოს. ამის მიზეზია ქვეყნის პოზიცია კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, – ამტკიცებს გაზეთი „ელ პაისი“ (El Pais).
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აპირებს გააგზავონ წერილი ყველა საერთაშორისო ფედერაციაში მოწოდებით, არ ჩაატარონ ესპანეთში ტურნირები, თუ იქ კოსოვოელ სპორტსმენებს საკუთრი დროშითა და ჰიმნით გამოსვლის უფლებას არ მისცემენ.
„თუ ესპანეთის მთავრობას არ შეუძლია ტურნირებზე კოსოვოელი სპორტსმენების გამოსვლაზე გარანტიის მიცემა, ჩვენ იძულებულნი ვართ გავაფრთხილოთ საერთაშორისო ფედერაციები, რომ სანამ პრობლემები არ მოგვარდება, მიზანშეწონილი არ არის ამ ქვეყანაში ტურნირების ჩატარება“, – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა პერე მირომ.
ესპანეთის მთავრობა არ აღიარებს კოსოვოს რესპუბლიკას, რომელმაც სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.