ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ისევე როგორც სხვა სპორტის სხვა სახეობებში პრევენციისა და უსაფრთხოების მიზნით გარკვეული ზომების მიღებას ფიქრობენ. ლიგამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და დღეიდან სტადიონების გასახდელებში შესვლა სასტიკად აეკრძალათ ჟურნსალისტებს და სხვა პირებს. ამასთან ერთად იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა დრამატულად გაიზრდება, ლიგის ხელმძღვანელობა უმალვე მიიღებს გადაწყვეტილებას და შეხვედრებს გულშემატკივრების გარეშე გამართავს.
ადრიან ვოჟნაროვკის ინფორმაცით ლიგაში ასევე მსჯელობენ თამაშების იმ ქალაქებში გადატანაზე, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირებული ჯერჯერობით არ არის.