კორონავირუსმა „ლივერპული“, შესაძლოა, საჩემპიონო ტიტულის გარეშე დატოვოს
„ლივერპული“, რომელსაც თითქმის განაღდებული აქვს ინგლისის ჩემპიონობა, შესაძლოა ტიტულის გარეშე დარჩეს, – წერს გაზეთი „ტელეგრაფი“.
საქმე ისაა, რომ ბრიტანეთის მთავრობა შეშფოთებულია კორონავირუსის გავრცელების ტემპებით და შესაძლოა, ქვეყანაში ყველა სპორტული ღონისძიების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს. ასეთ შემთხვევაში, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების შედეგები ანულირებული იქნება.
ინგლისის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ, „ლივერპული“ ლიდერობს გათამაშების ცხრილში და უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 22 ქულით უსწრებს.