ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩი „ასტონ ვილასა“ და „ნიუკასლს“ შორის გაურკვეველი ვადით გადაიდო ნიუკასლელთა რიგებში კორონთავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, – წერია ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე.
„ნიუკასლმა“ მიმართა პრემიერლიგის ხელმძღვანლობას თხოვნით – გადაიტანონ შეხვედრა კლუბში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამსახურმა დახურა გუნდის ბაზა. პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა, რომ „ნიუკასლს“ არ შეუძლია სრულფასოვანი ვარჯიში და მომდევნო მატჩისთვის მზადება.
„ასტონ ვილასა“ და „ნიუკასლის“ მატჩი 4 დეკემბერს იყო ჩანიშნული.