კორონავირუსის გამო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეებს ფანებთან კონტაქტი შეეზღუდათ
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) კორონავირუსის გამო საგანგებო ზომები მიიღო და სპეციალური რეკომენდაციები გასცა.
ლიგის ხელმძღვანელობა სულ 10 საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი კალათბურთელებს ეხებათ. რეკომენდაციის მიხედვით, სპორტსმენებს მოუწოდებენ, გულშემატკივრებთან ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ და ხელის მირტყმისგან თავი შეიკავონ. ასევე არ გამოართვან ბურთები, მაისურები, კალმები და სხვა ნივთები ავტოგრაფის მისაცემად. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს.