კორონავირუსის გამო, „ბარსელონა“ ვერ შეძლებს რონალდ კუმანის მთავარ მწვრთნელად მიწვევას
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ვერ შეძლებს მთავარ მწვრთნელად ნიდერლანდების ნაკრების დარიგებლის, რონალდ კუმანის მიწვევას.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, კუმანს შეუძლია ევრო 2020-ის შემდეგ შეუერთდეს კატალონურ გუნდს. მაგრამ, ახალი ვირუსის პანდემიის გამო, უეფა განიხილავს ევროპის ჩემპიონატის მომდევნო წლისთვის გადატანას.
ასე რომ, კიკე სეტიენის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, „ბარსელონა“ ვერ შეძლებს მთავარ მწვრთნელად 56 წლის კუმანის მიწვევას.
რონალდ კუმანი „ბარსელონაში“ 1989-95 წლებში თამაშობდა და თავის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასი კატალონიურმა გუნდმა 1992 წელს, სწორედ ჰოლანდიელის მიერ ფინალში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო. 1998-2000 წლებში კი კუმანი „ბარსელონაში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა იყო.