კორიერე დელო სპორტი - ალეგრი შესაძლოა ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ გადადგეს
იტალიური გაზეთი კორიერე დელო სპორტი (Corriere dello Sport) წერს, რომ ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმიალიანო ალეგრი ატლეტიკოსთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალის შემდეგ კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის შეხვდება. ეს ინფორმაცია იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ გაავრცელა.
„მწვრთნელის მომავალი დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის შედეგებზე, არამედ, ასევე, მთლიანად პროექტის განვითარებაზე. ატლეტიკოსთან მატჩში შემდეგ, მე და ანიელი ვიფიქრებთ, როგორ მოვიქცეთ“, – განაცხადა პარატიჩიმ.
ასევე, კორიერე დელო სპორტი აღნიშნავს, რომ ალეგრი, შესაძლოა, არ დაელოდოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას და თავისი ნებით გადადგეს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში იუვენტუსმა სტუმრად 0:2 წააგო ატლეტიკოსთან.
განმეორებითი მატჩი 12 მარტს, ტურინში გაიმართება.