კორენტენ ტოლისომ ოპერაცია გაიკეთა და რვა კვირას გამოტოვებს
კორენტენ ტოლისომ ოპერაცია გაიკეთა და რვა კვირას გამოტოვებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგმა ნახევარმცველმა კორენტენ ტოლისომ ​ ოპერაცია ტრავმირებული მარცხენა კოჭის სამკურნალოდ წარმატებით გადაიტანა. როგორც გაზეთი „კიკერი“ წერს, წინასწარი მონაცემებით ფეხბურთელი თამაშს დაახლოებით რვა კვირა ვერ შეძლებს.

ტოლისოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ის დაახლოებით ოთხ კვირაში შეუდგება ვარჯიშებს, რვა კვირაში კი ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში იქნება“, – წერია „ბაიერნის“ განცხადებაში.

ფრანგმა ლეგიონერმა დაზიანება ორი კვირის წინ, ინდივიდუალური ვარჯიშისას მიიღო.

ტოლისომ ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე ექვს მატჩში მისი მონაგარი ორი გოლი და სამი შედეგიანი პასი იყო.