„ბაიერნის“ ფრანგი ნახევერმცველი კორენტენ ტოლისო შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „იუვენტუსში“ გადავიდეს, – იუწყება Calciomercato.
წყაროს ინფორმაციით, ტურინელების ინტერესი „ბაიერნის“ 25 წლის ფეხბურთელის მიმართ ძალიან დიდია, გერმანელები კი ტოლისოს გაყიდვით ბიუჯეტის შევსებას შეეცდებიან.
საინტერესოა, რომ 2017 წელს ტოლისო შეიძლება, „იუვენტუსში“ აღმოჩენილიყო, მაგრამ ფეხბურთელმა „ბაიერნი“ ამჯობინა.
მიმდინარე სეზონში ტოლისომ „ბაიერნის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი ბურთი და სამიც შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
Transfermarkt.com ფრანგ ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს.