კორეამ პირველი ოქრო ოლიმპიური რეკორდით მოიგო
კორეამ პირველი ოქრო ოლიმპიური რეკორდით მოიგო

პიონჩანგის ოლიმპიადის პირველ დღეს მედლების მეოთხე კომპლექტი მამაკაცებს შორის შორტ-ტრეკში 1500 მეტრზე გათამაშდა. მასპინძელმა კორეამ პირველი ოქრო მოიგო: 2 წუთი და 10.485 წამით ჰიო ჯუნ ლიმმა გაიმარჯვა . ეს დრო ახალი ოლიმპიური რეკორდია. მეორეზე გავიდა ჰოლანდიელი შინკი კნეგტი, მესამეზე – სემიონ ელისტრატოვი (ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან).

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)