კორეა ერთობლივი ოლიმპიადის ჩატარებისთვის 3.4 მილიარდის დახარჯვას აპირებს
სეულის ხარჯი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის მიერ 2023 წელს ოლიმპიადის ერთობლივად ჩატარებაზე 3.42 მილიარდ დოლარს მიაღწევს. სეულის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განსახილველად გაიტანეს პროექტი თამაშების ჩატარებაზე, რომელშიც მითითებული იყო შესაბამისი ფინანსური ანგარიში.
პროექტში აღნიშნულია, რომ სეულისა და პიონჩანგის ტერიტორიული სიახლოვისწყალობით. არსებობს შესაძლებლობა – ეკონომია გაკეთდეს საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადებაზე.
უფრო ადრე, კორეამ და ჩრდილოეთ კორეამ გამოაცხადეს, რომ თებერვალში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შეიტანდნენ ერთობლივ განაცხადს 2032 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე. 2019 წლის თებერვლის შუაში, დაგეგმილია კორეის ორი სახელმწიფოს წარმომადგენელთა ვიზიტი ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინაში. სწორედ მაშინ უნდა გადასცენ მათ კომიტეტს შესაბამისი განაცხადი.