კორეა 2032 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს შეიტანს
კორეა 2032 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს შეიტანს

სამხრეთ კორეა აპირებს წამოაყენოს 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობაზე სეულის კანდიდატურა, – წერს სააგენტო „იონჰაპი“ (Yonhap). განაცხადისთვის ამზადებდნენ ქალაქ ბუსანს, მაგრამ კორეის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უპირატესობა დედაქალაქს მიანიჭა.

აღნიშნავენ, რომ განაცხადი ერთობლივი იქნება – გაერთიანდებიან სამხრეთ კორეა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა. ჩრდილოკორეელებს ჯერ არ აურჩევიათ შესაფერისი ქალაქი, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს იქნება პჰენიანი.

კორეული განაცხადის გარდა, 2032 წლის თამაშების ჩატარებაზე ინტერესს გამოთქვამენ ავსტრალია, გერმანია, ინდოეთი და ინდონეზია.