„კოპენჰაგენი“ „რანდერსთან“ დამარცხდა - დავით ხოჭოლავას ტრავმის გამო არ უთამაშია #1TVSPORT
„კოპენჰაგენი“ „რანდერსთან“ დამარცხდა - დავით ხოჭოლავას ტრავმის გამო არ უთამაშია #1TVSPORT

დანიის სუპერლიგაში დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ „რანდერსს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველმა ეს შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ხოჭოლავას არც ნაკრების მარტის მატჩებში მიუღია მონაწილეობა, რამაც გულშემატკივართა ნაწილში გაურკვევლობა წარმოქმნა.

ხოჭოლავამ გამაყუჩებლებით ითამაშა დანიის ჩემპიონატის ბოლოსწონა ტურშიც, მაგრამ იმდენად გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, შესვენებაზე შეცვალეს. ასეთ მდგომარეობაში მისი ვარჯიშიც წარმოუდგენელი იყო და ახლა, როგორც იქნა, მკურნალობის საშუალება მიეცა.