კოპა ამერიკაზე წილისყრა გაიმართა
კოპა ამერიკაზე წილისყრა გაიმართა

ბრაზილიაში 2019 წლის კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას სამხრეთ ამერიკის 10 ქვეყანა და ორი სტუმარი – იაპონია და ყატარი მიიღებენ. ეს 12 გუნდი წილისყრის შედეგად სამ ჯგუფში განაწილდა. განთესილები ბრაზილია, არგენტინა და ურუგვაი იყვნენ.

ჯგუფების შემადგენლობები და კალენდარი –

A ჯგუფი
ბრაზილია
ბოლივია
ვენესუელა
პერუ

14 ივნისი – ბრაზილია-ბოლივია (სან პაულუ)
15 ივნისი – ვენესუელა-პერუ (პორტუ ალეგრე)
18 ივნისი – ბოლივია-პერუ (რიო დე ჟანეირო)
18 ივნისი – ბრაზილია-ვენესუელა (სალვადორი)
22 ივნისი – პერუ-ბრაზილია (სან პაულუ)
22 ივნისი – ბოლივია-ვენესუელა (ბელუ ორიზონტე)

B ჯგუფი
არგენტინა
კოლუმბია
პარაგვაი
ყატარი

15 ივნისი – არგენტინა-კოლუმბია (სალვადორი)
16 ივნისი – პარაგვაი-ყატარი (რიო დე ჟანეირო)
19 ივნისი – კოლუმბია-ყატარი (სან პაულუ)
19 ივნისი – არგენტინა-პარაგვაი (ბელუ ორიზონტე)
23 ივნისი – ყატარი-არგენტინა (პორტუ ალეგრე)
23 ივნისი – კოლუმბია-პარაგვაი (სალვადორი)

C ჯგუფი
ურუგვაი
ეკვადორი
იაპონია
ჩილე

16 ივნისი – ურუგვაი-ეკვადორი (ბელუ ორიზონტე)
17 ივნისი – იაპონია-ჩილე (სან პაულუ)
20 ივნისი – ურუგვაი-იაპონია (პორტუ ალეგრე)
21 ივნისი – ეკვადორი-ჩილე (სალვადორი)
24 ივნისი – ჩილე-ურუგვაი (რიო დე ჟანეირო)
24 ივნისი – ეკვადორი-იაპონია (ბელუ ორიზონტე)

თითო ჯგუფიდან მეოთხედფინალში ორ-ორი საუკეთესო გუნდი, ასევე ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გადავა.

სავარაუდოდ, 2019 წლის კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესი დაბრუნდება.