კოპა ამერიკა | მესი - ვიცოდით, რომ ეკვადორთან რთული მატჩი იქნებოდა #1TVSPORT
კოპა ამერიკის მეოთხედფინალში არგენტინისა და ეკვადორის დაპირისპირება დრამატული გამოდგა. მოქმედმა ჩემპიონებმა შემდგომ ეტაპზე გასვლა პენალტების სერიაში (4:2) მოახერხეს, რადგან ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
მატჩის შესახებ ლიონელ მესიმ ისაუბრა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა:
„ვიცოდით, რომ ეკვადორთან რთული, დაძაბული მატჩი იქნებოდა. ყველაფერი კი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვფიქრობდით. მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. მინდორი სწრაფი თამაშის საშუალებას არ გვაძლევდა. ეს კი დაცვას საქმეს ყოველთვის უადვილებს“.
არგენტინის ეროვნული გუნდი კოპა ამერიკის ნახევარფინალში ვენესუელასა და კანადას შორის გამარჯვებულს შეხვდება.