კოპა ამერიკაზე დასრულდა ჯგუფური ეტაპის პირველი ტური. ყველაზე ბოლოს ჩაერთო ტურნირში მოქმედი ჩემპიონი ჩილეს ნაკრები, რომელმაც სან პაულუს „მორუმბის“ სტადიონზე ანგარიშით 4:0 გაანადგურა იაპონია.
დუბლი შეასრულა ედუარდო ვარგასმა, თითო გოლი გაიტანეს ერიკ პულგარმა და ალექსის სანჩესმა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევისთვის ეს პირველი გოლი იყო იანვრის შემდეგ.
ვერ შეძლო შეხვედრის დასრულება ჩილელთა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა – მან 78-ე წუთზე ტრავმის გამო დატოვა მოედანი.
ჩილე ურუგვაისთან ერთად C ჯგუფის ლიდერი გახდა. მეორე ტურში 21 ივნისს ურუგვაი და იაპონია ითამაშებენ, 22 იანვარს ჩილე ეკვადორს შეხვდება.
ჩილე-იაპონია 4:0
გოლები: 1:0 პულგარი (41), 2:0 ვარგასი (54), 3:0 სანჩესი (82), 4:0 ვარგასი (84).