გორის „დილამ“ ეროვნულ ლიგაში კონკურენტ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება დამაჯერებლად მოიგო – 2:0.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ 26-ე ტურის შეხვედრაში გორელებმა ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს. სწრაფი კონტრშეტევა ვანდერსონ სილვამ ზუსტი დარტყმი დააგვირგვნა.
გორის „დილამ“ შესვენების შემდეგ უპირატესობა სწრაფად გაზარდა. 47-ე წუთზე, მიშიკო სარდალიშვილმა შეტევა გიორგი გაფრინდაშვილს გაუგრძელა, რომლის დარტყმაც მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე სარდალიშვილმა ზუსტად დაარტყა.
26 ტურის შემდეგ, გორის „დილამ“ 44 ქულა დააგროვა და „სამგურალს (42) გადაასწრო, ხოლო „საბურთალოსთან“ (45) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.