კონტინენტის პირველობაზე მედლების მოპოვებას დღეს შავდათუაშვილი და გრიგალაშვილი შეეცდებიან #1TVSPORT
კონტინენტის პირველობაზე მედლების მოპოვებას დღეს შავდათუაშვილი და გრიგალაშვილი შეეცდებიან #1TVSPORT

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოშო დღეს ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) იჭიდავებენ.

წონის და ტურნირის პირველი ნომერი ლაშა შავდათუაშვილი მე-2 რაუნდში ალბანელ ინდრიტ კულაის შეხვდება. ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილი კი მე-2 წრეში ფინელ ოსკარ მაკინენს დაუპირისპირდება.

ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

დღეს წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პირდაპირი ტრანსლაციები 30 აპრილს და 1 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.