„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მისი გუნდის თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუსთვის მეტი ვარჯიშია აუცილებელი. შეგახსენებთ, რომ ბელგიელი მილანურ კლუბს ამ ზაფხულს შეუერთდა. „რომელუ ულაპარაკოდ ის ფეხბურთელია, რომელსაც მეტი ვარჯიში ესაჭიროება“, – ციტირებს Football Italia კონტეს, – „იგი არის მოთამაშე ძლიერი ტანით და მუდმივად კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყოს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეძლოს“.