შერეული ორთაბრძოლების (MMA) ყველაზე ცნობილმა მებრძოლმა და „ორთაბრძოლების აბსოლუტური ჩემპიონატის“ (UFC) ყოფილმა ჩემპიონმა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა, აპრილში მომხდარ ინციდენტში თავი დამნაშავედ ცნო, რითაც პატიმრობა აიცილა თავიდან, იტყობინება ბი-ბი-სი (BBC).
საქმე ეხება შემთხვევას, როდესაც მაკგრეგორმა, მეგობრებთან ერთად, იერიში მიიტანა ავტობუსზე, რომელშიც UFC 223-ის საბრძოლო შოუს მონაწილეები ისხდნენ და პრესკონფერენციიდან სასტუმროში ბრუნდებოდნენ.
სასამართლოსთან შეთანხმების საფუძველზე, ირლანდიელი ვალდებულია სპეციალური მკურნალობაც გაიაროს, რომლის შედეგადაც საკუთარი სიბრაზის უკეთ გაკონტროლებას შეძლებს.
ნიუ-იორკის სასამართლოსთან მიცემულ ინტერვიუში მაკგრეგორმა მოსამართლესა და პროკურორებს მადლობა გადაუხადა „გამოსწორებისკენ მიმავალ გზაზე დახმარების აღმოჩენისთვის“.
გარდა ამისა, ირლანდიელი მებრძოლი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებსაც შეასრულებს, რის შემდეგაც ყველა ბრალდება მოეხსნება.
5 აპრილს მომხდარი ინციდენტის შედეგად, რომელიც აშკარა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, მაკგრეგორს 12 ბრალდება წაუყენეს.