კონორ მაკგრეგორმა ვარჯიში განაახლა და 2019 წელს დაბრუნებაზე მიანიშნა
UFC-ის სუპერვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა (21-4) საკუთარი „ტვიტერის“ მეშვეობით გამოაცხადა, რომ ვარჯიშებს დაუბრუნდა და მიანიშნა, რომ 2019 წელს ბრძოლის გამართვას აპირებს.
„მოემზადეთ. 2019 წელს, რაკეტებს გავუშვებ“, – დაწერა ირლანდიელმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში მაკგრეგორმა, რუს ხაბიბ ნურმაგომედოვთან ორთაბრძოლა, მტკივნეული ილეთით, მეოთხე რაუნდში წააგო.