კონორ მაკგრეგორმა მენი პაკიაოსთან ბრძოლა დააანონსა
კონორ მაკგრეგორმა მენი პაკიაოსთან ბრძოლა დააანონსა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, გუშინ კრივის რინგზე დიდი ბრძოლა დააანონსა. ირლანდიელის განცხადებით მისი მომდევნო მეტოქე ცნობილი ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო იქნება.

ამის შესახებ კონორმა საკუთარ „ტვიტერზე“ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ბრძოლა მაკგრეგორმა მიმდინარე წლის იანვარში დონალდ სერონესთან ჩაატარა და ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს, თუმცა, როგორც ჩანს, ირლანდიელი არსად წასვლას არ აპირებს.