კონორ მაკგრეგორმა დუბლინის ბავშვთა საავადმყოფოს მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა
კონორ მაკგრეგორმა დუბლინის ბავშვთა საავადმყოფოს მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ცნობილი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ირლანდიაში კორონავირუსით დაზარალებულების დახმარებას განაგრძობს.

ირლანდიელმა დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ სურს ბავშვთა კლინიკა სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველჰყოს. კონორმა დანაპირები შეასრულა და ლეინსტერის რეგიონში მდებარე „ლედი ჩილდრენს ჰოსპიტალ“-ს (Lady Childrens Hospital) მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა პირადად გადასცა. ამის შესახებ მაკგრეგორმა პოსტი საკუთარ ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა.