ორ წონაში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) გამარჯვებულმა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა სპორტიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. 30 წლის მაკგრეგორმა თავისი უკანასკნელი ბრძოლა რუს ხაბიბ ნურმაგომედოვთან გამართა, გასული წლის ოქტომბერში, და მსუბუქ წონაში ჩემპიონობის მოპოვება ვერ მოახერხა.
წასვლის შესახებ მან დღეს, 26 მარტს, სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა.
„გადავწყვიტე წავიდე სპორტის სახეობიდან, რომელსაც შერეული ორთაბრძოლები ეწოდენბა“, – დაწერა მაკგრეგორმა.