ნეიტ დიაზმა UFC 241-ზე სამ წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ორთაბრძოლა გამართა. ოქტაგონზე დაბრუნების შემდეგ, დიაზმა ენტონი პეტისი დამაჯერებლად დაამარცხა.
მოპოვებული გამარჯვება ნეიტს ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა მიულოცა. კონორმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ნეიტის გამარჯვებას ვრცელი პოსტი მიუძღვნა. მაკგრეგორის თქმით დიაზმა მას დაბრუნებისთვის დიდი სტიმული მისცა.
შეგახსნებთ, რომ დიაზმა და მაკგრეგორმა ორი ბრძოლა გამართეს ერთმანეთში. პირველი დაპირისპირება ნეიტმა მახრჩობელა ილეთით მოიგო. რემატჩში კი გამარჯვება მსაჯებმა კონორს მისცეს.