კონორ მაკგრეგორი ირლანდიის პრეზიდენტობაზე ფიქრობს #1TVSPORT
კონორ მაკგრეგორი ირლანდიის პრეზიდენტობაზე ფიქრობს #1TVSPORT

შერეულ ორთაბრძოლებში UFC-ის მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ მომავალში მზად არის, წამოაყენოს თავისი კანდიდატურა ირლანდიის პრეზიდენტის პოსტზე.

ირლანდიელს 2021 წლის ივლისის შემდეგ არ უჩხუბია, როცა ფეხი მოიტეხა დასტინ პორიესთან ბრძოლაში.

„შემიძლია, კენჭი ვიყარო პრეზიდენტის პოსტზე. მე ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ. ოდესღაც, მომავალში შევძლებ თავი მივუძღვნა ამ საქმეს. იცოდეთ ეს“, – დაწერა მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში.

ირლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება.