კონორ მაკგრეგორი - დასტინ პორიეს 60 წამის განმავლობაში გავუშვებ ნოკაუტში
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი ბრუნდება. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ UFC აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე იანვარში 3 ღონისძიებას გამართავს. 23 იანვარს ოქტაგონს კონორ მაკგრეგორი უბრუნდება. UFC 257-ზე ირლანდიელის მეტოქე დასტინ პორიე იქნება. შეგახსენებთ, რომ პირველად ეს ორი მებრძოლი ერთმანეთს 2014 წელს (UFC 178) შეხვდნენ და მაშინ გამარჯვება მაკგრეგორმა ნოკაუტით მოიპოვა. ირლანდიელი ანალოგიურის გამეორებას აბუ დაბიშიც გეგმავს.
UFC 257-ისთვის სპეციალურად გაკეთებულ ვიდეოში კონორი აცხადებს, რომ დასტინი კარგი მებრძოლია, თუმცა მის დონეს მაინც ჩამოუვარდება. ირლანდიელი პორიეს ნოკაუტში გაშვებას 60 წამის განმავლობაში ვარაუდობს.
„დასტინი ძალიან კარგი მებრძოლია. დიდებულიც კი. თუმცა ჩემს დონემდე მაინც ბევრი უკლია. ვფიქრობ, რომ მის ნოკაუტში გაშვებას 60 წამის განმავლობაში შევძლებ. შედევრს გპირდებით.“