კონორ მაკგრეგორი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დაბრუნებამდე სოლიდურ ანაზღაურებას ითხოვს
კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს სავარაუდოდ ზაფხულში დაუბრუნდება.
ირლანდიელი მებრძოლი დისკვალიფიკაციას იხდის, რომელიც ნევადის სადისციპლინო კომიტეტმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან მომხდარი ინციდენტის გამო მიუსაჯა. როგორც ჩანს, კონორის მთავარ ინტერესს ამ დროისთვის ვეტერან დონალდ ქაუბოი სერონესთან ჩხუბი წარმოადგენს.
ირლანდიელი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ხელმძღვანელობას ასევე სთხოვს, მისი ორთაბრძოლიდან შემოსული თანხიდან საკუთარი წილი თავადაც მიიღოს.
„მე მზად ვარ საჩხუბრად, მე ეს უკვე ვთქვი, პროობლემა ნამდვილად არ მაქვს. თუ იუ-ეფ-სის სურს ეს ბრძოლა არ იყოს ღამის მთავარი ჩხუბი, არც მაგაზე მაქვს პრობლემა, მაგრამ ამ შემთხვევაში მომცენ უფლება, ჩემი ბრძოლიდან შემოსული თანხის ნაწილი მივიღო“, – ამბობს მაკგრეგორი.