კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა - „ტირანასთან“ წარმატების შემთხვევაში ბათუმის „დინამო“ „ბეშიქთაშს“ შეხვდება #1TVSPORT
უეფა-ს შტაბ-ბინაში კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე ითამაშებენ ის გუნდებიც, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდებიან.
გაირკვა, რომ თუ თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანის“ ბარიერს ვერ გადალახავს, კონფერენსლიგაში გადაინაცვლებს (ჩემპიონების გზა), სადაც იმავე ჩემპიონთა ლიგაში „ჰამრუნ სპარტანსისა“ (მალტა) და ჰაიფას „მაკაბის“ (ისრაელი) წყვილში დამარცხებულს შეხვდება.
კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ თუ „ტირანას“ (ალბანეთი) ბარიერს გადალახავს, თურქულ „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდება.
სლოვაკურ „დუნაისკა სტრედასთან“ გამარჯვების შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილას“ მეტოქე უკრაინული „ვორსკლა“ იქნება.
თუ ქუთაისის „ტორპედო“ ბოსნიური „სარაევოს“ წინააღმდეგობას დაძლევს, ყაზახეთის „აქტობესთან“ ითამაშებს.
კონფერენსლიგის II მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 27 ივლისსა და 3 აგვისტოს გაიმართება.