კონფერენსლიგა I ბათუმის „დინამო“ ალბანეთში ითამაშებს, გორის „დილა“ - სლოვაკეთში #1TVSPORT
დღეს ბათუმის „დინამო“ უეფა-ს კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად, ალბანეთის „ტირანას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
გუშინ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან „დინამოს“ მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გააცილა. „დინამოსა“ და „ტირანას“ შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობა:
მეკარეები: ჩიჩკანი, კვასხვაძე, ხარატიშვილი
მცველები: ჩაბრაძე, კობახიძე, ბალიჩი, გიორბელიძე, ქაფიანიძე, რეხვიაშვილი, ბაგრატიონი
ნახევარმცველები: ტეიდი, მამუჩაშვილი, ზარია, იაკობსენი, მოსიაშვილი, ლიტვინენკო, ბიძინაშვილი
თავდამსხმელები: ღუდუშაური, ფლამარიონი, წიტაიშვილი, კაპანაძე, ვაწაძე
სლოვაკეთში გაემგზავრა გორის „დილა“, რომელიც კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონს, „დუნაისკა სტრედას“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
ქუთაისის „ტორპედო“ კი, რომელიც ევროტურნირებს დაუბრუნდა, „რამაზ შენგელია არენაზე“ ბოსნიურ „სარაევოს“ მიიღებს. თამაში 21:00 საათზეა დაგეგმილი და მის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.