კონფერენს ლიგის პლეი ოფი I ქართველების აპოელ-ი „გენტთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის პლეი ოფი I ქართველების აპოელ-ი „გენტთან“ დამარცხდა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში კვიპროსის აპოელ-ი ბელგიურ „გენტს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

აპოელ-ის შემადგენლობაში იყვნენ მცველი ლაშა დვალი და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, რომელმაც გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა. ქვილითაიასთვის ასევე პრინციპული იყო ყოფილ გუნდთან, „გენტთან“ დაპირისპირება.

მე-40 წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 59-ე წუთზე კვიპროსელების დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდა. გიორგის ვიგიაფანესისმა შესანიშნავი პასი მიაწოდა საჯარიმოში, მაგრამ მცველისგან ბურთი კუთხურზე გადავიდა და ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა. საბოლოოდ, ქვილითაია 72-ე წუთზე შეცვალეს.

აპოელ-ი მეორე ტაიმში უფრო მწვავედ უტევდა, თუმცა წინ ბელგიელები გავიდნენ. 77-ე წუთზე მალიქ ფოფანამ ბურთი საჯარიმოში მიიღო და ზუსტად დაარტყა – 1:0. 90+2-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ჰოუნ-სეოკი ჰონგმა დააფიქსირა. შედეგად, აპოელის შანსები განმეორებითი მატჩის წინ შემცირდა.

გუნდების შემდეგი თამაში 31 აგვისტოს გაიმართება და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეც გაირკვევა.