ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ქართველები სხვარადსხვა როლში მონაწილოებდნენ – მათ შორის იყვნენ მსაჯებიც.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, ორ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურნენ. სტამბოლში, ადგილობრივი „ბაშაკშეჰირის“ და ნეთანიის „მაქაბის“ მატჩის მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იყო, რომელსაც ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ახვლედიანი უწევდნენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური გახლდათ.
პოლონური „რაკუვის“ და ყაზახური „ასტანას“ მატჩი კი გოგა კიკაჩეიშვილმა განსაჯა. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ჩიგოგიძე უწევდნენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ირაკლი ხერხაძე იყო.