კონფერენს ლიგის მოსაგებად „ფიორენტინა“ და “ვესტ ჰემი“ იბრძოლებენ #1TVSPORT
უეფა-ს რანგით მესამე საკლუბო ტურნირის, კონფერენს ლიგის ფინალური წყვილი ცნობილია. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს იტალიური „ფიორენტინა“ და ინგლისური „ვესტ ჰემი“ დაუპირისპირდებიან.
ინგლისში მოგებული პირველი შეხვედრის შემდეგ (2:1) „ვესტ ჰემმა“ „ალკმაარის“ დამარცხება მეორე მატჩშიც მოახერხა. ნიდერლანდებში გამართულ დაპირისპირებაში გამარჯვება ლონდონელებმა შეხვედრის მიწურულს პაბლო ფორნალსის გატანილი გოლით შეძლეს – 1:0 (3:1 ორი მატჩის ჯამში „ვესტ ჰემის“ სასარგებლოდ). 1976 წლის შემდეგ „ვესტ ჰემი“ ევროტურნირზე პირველ ფინალს ითამაშებს.
დაძაბული იყო შვეიცარიაში გამართული ნახევარფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა. „ბაზელმა“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ უმასპინძლა. იტალიაში ჩატარებული პირველი თამაში „ბაზელს“ 2:1 ჰქონდა მოგებული. საპასუხო დაპირისპირების ძირითად დროში ფლორენციელებმა 2:1 იმარჯვეს, დამატებითი დროის დამატებულ წუთებზე ანტონინ ბარაკის გატანილი გოლით კი კონფერენს ლიგის ფინალის საგზური მოიპოვეს – 3:1 (ორი მატჩის ჯამში 4:3 „ფიორენტინას“ სასარგებლოდ). 1990 წლის შემდეგ „ფიორენტინა“ პირველად ითამაშებს ევროპული ტურნირის გადამწყვეტ თამაშს.
კონფერენს ლიგის ფინალი 7 ივნისს პრაღაში ჩატარდება.
„ალკმაარი“ – „ვესტ ჰემი“ 0:1 (1:3)
გოლი: ფორნალსი (90+4)
„ალკმაარი“: რაიანი, შუგავარა, ბეუკემა, ჩაციდიაკოსი, კერკეჟი (85. დე ვიტი), რეინდერსი, მინანსი (70. დე ვიტი), კლასი, ვან ბრედეროდი (78. ლაჰდო), პავლიდისი, კარლსონი (85. მეერდინკი)
„ვესტ ჰემი“: არეოლა, კრესველი, აგერდი, ზუმა, კერერი, სოუჩეკი, რაისი, პაკეტა, ბენრაჰმა (75. ფორნალსი), ანტონიო (84. ინგსი), ბოუენი
„ბაზელი“ – „ფიორენტინა“ 1:3 (3:4)
გოლები: გონსალესი (35, 72), ამდუნი (55), ბარაკი (120+10)
„ბაზელი“: ჰიცი, ლანგი, ადამსი, პელმარი, ნდოი, ჯაკა (89. ფრეი), ბიურგერი (106. მალესი), კალაფიორი, აუგუსტინი (81. ზექირი), ამდუნი, დიუფი
„ფიორენტინა“: ტერაკიანო, ბირაგი, იგორი (56. რანიერი), მილენკოვიჩი, დოდო, კასტროვილი (120. მანდრაგორა), ამრაბატი, ბონავენტურა (106. ბარაკი), გონსალესი, კაბრალი (91. იოვიჩი), ბრეკალო (46. იკონე)