კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT
უეფა-ში გამართულ წილისყრაზე ცნობილი გახდა ის გუნდები, რომლებსაც ქართული კლუბები კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემთხვევაში შეხვდებიან.
„საბურთალოსა“ და ბუქარესტის „სტიაუას“ შორის გამარჯვებული ფარერების „ვიკინგურსა“ და „დუნაისკა სტრედას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი 4 აგვისტოს გასვლაზე გაიმართება, 11 აგვისტოს კი – საშინაო არენაზე.
კონფერენს ლიგის მეორე საკავლიფიკაციო ეტაპზე პოლონური „ლეხის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ ისლანდიურ „ვიკინგურსა“ და უელსურ „ნიუ საინთს“ შორის გამარჯვებული გუნდი იქნება – ამ შემთხვევაშიც, წილისყრით პირველი მატჩი 4 აგვისტოს გასვლაზე დაიგეგმა, 11 აგვისტოს კი – საშინაო არენაზე.
ბათუმის „დინამო“
04/08/2022
„ვიკინგური“/„ნიუ საინთი“ – პოზნანის „ლეხი“/ბათუმის „დინამო“
11/08/2022
პოზნანის „ლეხი“ /ბათუმის „დინამო“ -„ვიკინგური“/„ნიუ საინთი“
„საბურთალო“
04/08/2022
„ვიკინგური“/„დუნაისკა სტრედა“- „საბურთალო“/„სტიაუა“
11/08/2022
„საბურთალო“/„სტიაუა“ – „ვიკინგური“/„დუნაისკა სტრედა“