კონფერენს ლიგის მატჩის წინ ქუთაისის „ტორპედო“ პორტუგალიელმა პედრო მონტეირომ დატოვა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, კვიპროსულ „ომონიასთან“ შეხვედრამდე ქუთაისის „ტორპედო“ ძირითადი შემადგენლობის მცველმა, პედრო მონტეირომ დატოვა, – ინფორმაციას Transfermarkt-ი ავრცელებს.
გერმანული სამენეჯერო პორტალის ცნობით, 30 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი ინდონეზიურ გუნდს, „მადურა იუნაიტედს“ შეუერთდება.
როგორც გაირკვა, ინდონეზიაში მონტეიროს გადაბირებით ჯერ კიდევ 2023 წელს დაინტერესდნენ, მას ერთდროულად სამი კლუბი იწვევდა.
პედრო მონტეირო ქუთაისურ კლუბს 2022 წლის 31 ივლისს პორტუგალიური „აკადემიკა ვიზეუდან“ შეურთდა და ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომლის დამსახურებითაც გუნდს 18-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
პორტუგალიელ მცველთან ერთად, გუნდი დროებით ლუკა ელბაქიძეს და ფრანსუა ეკონგოლოს შეელია, ორივე იჯარით „სამტრედიაში“ ითამაშებს.