კონფერენს ლიგაზე თბილისის „იბერიის“ მეტოქემ თურქეთში ახალი საფეხბურთო აკადემია გახსნა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერიის“ მეტოქემ, „ბაშაქშეჰირმა“ სტამბოლში ახალი საფეხბურთო აკადემია გახსნა.
„ბაშაქშეჰირის“ ახალ საფეხბურთო აკადემიაში სამი სტანდარტული ზომის და ერთი მინიფეხბურთის მოედანია, აშენდა 50 ფეხბურთელზე გათვლილი საერთო საცხოვრებლი, ფიტნესცენტრი, 15 გასახდელი, სასადილო, მოეწყო პარკინგი 800 მანქანისთვის. გუნდმა 10 წლის განმავლობაში ბევრ წარმატებას მიაღწია და თურქულ ფეხბურთში წამყვან პოზიციებზეა. ახალი აკადემია კი მას განვითრებაში კიდევ უფრო დაეხმარება.
ღონისძიებას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრო, რომელმაც თურქეთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ საინტერესო ციფრები დაასახელა.
„ვულოცავ საფეხბურთო კლუბ „ბაშაქშეჰირის“ ყველა სპორტსმენს აკადემიის გახსნას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს. მჯერა, რომ ყველა საფეხბურთო კლუბს სამაგალითო აკადემია ექნება.
მთლიანად განვაახლეთ ქვეყნის სპორტული ინფრასტრუქტურა. ადრე ბევრ გუნდს თანამედროვე და მოვლილი სტადიონებიც კი არ ჰქონდა. 2002 წელს თურქეთში 595 საფეხბურთო მოედანი იყო, ეს რიცხვი 1365-მდე გაიზარდა, მაგრამ სუპერლიგის გუნდებში ახალგაზრდა ფეხბურთელების რაოდენობა იკლებს, რაც ნიშნავს, რომ ახალი მოთამაშეების განვითარებას ხელს სათანადოდ ვერ ვუწყობთ. ახალ აკადემიებსა და სტადიონებზე კი ისეთი ვარსკვლავები უნდა აღვზრდოთ, როგორიც არდა გულერია“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.