კონფერენს ლიგაზე მორიგ მატჩს ქართველები განსჯიან #1TVSPORT
კონფერენს ლიგაზე მორიგ მატჩს ქართველები განსჯიან #1TVSPORT

უეფა-მ ქართველი მსაჯები ევროტურნირზე კიდევ ერთხელ დანიშნა – ცნობილი გახდა, რომ ჩვენი სამსაჯო ბრიგადა თურქულ „ბაშაქშეჰირისა“ და შოტლანდიურ „ჰართსის“ მატჩზე მიავლინეს.​ კონფერენს ლიგის შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს. მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ლაინსმენებად დავით ჩიგოგიძე და დავით გაბისონია იმუშავებენ, ხოლო მეოთხე არბიტრად – ალეკო აფციაური.

ბაშაქშეჰირი“-„ჰართსის“ დაპირისპირებას კონფერენს ლიგის A ჯგუფში სატურნირო ცხრილისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან იტალიურ „ფიორენტინასთან“ ერთად, თურქული კლუბი ჯგუფს 10-10 ქულით ლიდერობს და პლეიოფში გასვლა გარანტირებული აქვს. ახლა მთავარია, პირველ ადგილს ვინ დაიკავებს. „ბაშაქშეჰირი“ შოტლანდიურ „ჰართსთან“ მოგებით,  ჯგუფის გამარჯვებული გახდება, რაც პლეიოფში უკეთესი რეიტინგის და შედარებითი სუსტი მეტოქის გარანტია იქნება.