კონფერენს ლიგაზე გორის „დილას“, თბილისის „დინამოსა“ და „საბურთალოს“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ცნობილი გახდა ქართული გუნდების მეტოქეები კონფერენს ლიგაზე. უეფა-ში გამართულმა წილისყრამ ჩვენს გუნდებს მეტოქეები დაუწყვილა.
ორი გუნდი, „დინამო თბილისი“ და „საბურთალო“ პირველ მატჩებს სახლში გამართავენ, ხოლო გორის „დილა“ ფინეთში გაემგზავრება.
დინამო (თბილისი) – პაიდე ლინამეესკონდი (ესტონეთი)
კუოპიო (ფინეთი) – დილა (გორი)
საბურთალო (თბილისი) – პარტიზანი (ალბანეთი)
კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე გუნდებს 3 საკვალიფიკაციო ეტაპის და პლეი ოფის ეტაპები ექნებათ გასავლელი. I საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 7 და 14 ივლისს დაიგეგმა.