კონფერენს-ლიგა | სამი ქართული გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა - მეტოქეები და თამაშების განრიგი #1TVSPORT
ქართულმა გუნდებმა ევროტურნირების პირველი ეტაპი დაასრულეს – გორის „დილამ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ ეს ბარიერი წარმატებით დაძლიეს, ხოლო „დინამო თბილისი“ და ბათუმის „დინამო“ დამარცხდნენ. თუმცა, „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგიდან ახლა კონფერენს ლიგაზე გადაერთვება და შეეცდება, ამჯერად მაინც გაახაროს გულშემატკივარი.
ამრიგად, კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული გუნდი ითამაშებს, მათი თამაშების განრიგი ასეთია:
25 ივლისი
„ჰამრუნ სპარტანსი“ (მალტა) – „დინამო თბილისი“
3 აგვისტო
„დინამო თბილისი“ – „ჰამრუნ სპარტანსი“
27 ივლისი
„ვორსკლა“ (უკრაინა) – „დილა“
3 აგვისტო
„დილა“ – „ვორსკლა“
27 ივლისი
„ტორპედო (ქუთაისი) – „აქტობე“ (ყაზახეთი)
3 აგვისტო
„აქტობე“ – „ტორპედო“