კონფერენს ლიგა | მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
უეფა-ს ოფისში კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ვის შეხვდებიან ქართული გუნდები.
კვიპროსული „ომონიის“ ძლევის შემთხვევაში, ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე „სუმგაიტსა“ (აზერბაიჯანი) და „ფეჰერვარს“ (უნგრეთი) შორის გამარჯვებული იქნება.
ბათუმის „დინამოს“ პოტენციური მეტოქე ფინეთის ჩემპიონი ჰიკ-ი იქნება.
„იბერიისა“ და ტირანას „პარტიზანის“ წყვილში გამარჯვებული თურქულ „ბაშაქშეჰირსა“ და სან მარინოს „ლა ფიორიტას“ შორის უძლიერესს შეხვდება.
ჰიკი (ფინეთი) – ბათუმის „დინამო“/„დეჩიჩი“ (ჩერნოგორია)
ქუთაისის „ტორპედო“/„ომონია“ (კვიპროსი) – „სუმგაითი“ (აზერბაიჯანი)/„ფეჰერვარი“ (უნგრეთი)
„იბერია“/„პარტიზანი“(ალბანეთი) – „ბაშაქშეჰირი“ (თურქეთი)/„ლა ფიორიტა“ (სან მარინო)
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 აგვისტოს გაიმართება.