კონფერენს ლიგის 1/8-ფინალური მატჩები ქართველების ორმა გუნდმა ჩაატარა. „ლეხმა“ „დიურგარდენს“ უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა – 1:0 მილიჩი (39), 2:0 მარჩვინიაკი (82).
ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი არც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და არც შეცვლაზე შემოსულან.
„სლოვანი“ „ბაზელს“ ესტუმრა და უხვგოლიანი ფრე ითამაშა – 2:2 (ამდუნი (6), 1:1 მედვედევი (17), 2:1 ზაქირი (40), 2:2 აბუბაკარი (70).
„სლოვანის“ შემადგენლობაში ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა – გურამ კაშიამ მთელი მატჩი ჩაატარა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 77-ე წუთზე შეცვალეს.