კონფერენს ლიგა | კვარაცხელიამ და „რუბინმა“ პოლონეთში ვერ მოიგეს #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | კვარაცხელიამ და „რუბინმა“ პოლონეთში ვერ მოიგეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ და ყაზანის „რუბინმა“ უეფა-ს კონფერენს ლიგის მე-3 შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი პოლონეთში ჩაატარეს – ლეონის სლუცკის გუნდი „რაკუვთან“ ფრეს დასჯერდა.

20 წლის ქართველი ფეხბურთელი ყაზანელთა შორის ყველაზე სახიფათო იყო. მე-16 წუთზე ოლეგ შატოვის გადაცემის შემდეგ კარის წინ აღმოჩნდა და ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ სუსტად დაარტყა და მეკარეს ვერ აჯობა. 44-ე წუთზე ანჯეი ნევულისმა კვარაცხელიასთან უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

ტაიმის ბოლოს კურიოზული ამბავი მოხდა – ყაზანელების ფორმამ წვიმის ზემოქმედებას ვერ გაუძლო და ფეხბურთელების მაისურებზე ამოტვიფრული გვარების ასოების ნაწილი წაიშლა. მაგალითად, ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას მაისურზე მხოლოდ რამდენიმე ასო დარჩა. ამის გამო მეორე ტაიმი დაგვაინებით დაიწყო – ყაზანელებმა ახალი ფორმა მოძებნეს.

მეორე ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი 65-ე წუთზე ისევ ქართველმა თავდამსხმელმა შექმნა. ხვიჩა მარცხენა ფლანგზე სამ მცველს გასცდა და კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეფარა, ბურთი კუთხურზე მოიგერია და გუნდი გადაარჩინა. 84-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, მატჩი კი უგოლოდ დასრულდა – 0:0.

რუბინისა“ და პოლონური „რაკუვის“ განმეორებითი შეხვედრა ყაზანში 12 აგვისტოს გაიმართება.