კონფერენს ლიგა - ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ დიდი სხვაობით მოიგო, ჩაკვეტაძე ჯერ არ ათამაშეს #1TVSPORT
კონფერენს ლიგა - ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ დიდი სხვაობით მოიგო, ჩაკვეტაძე ჯერ არ ათამაშეს #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე დათა ხოჭოლავამ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში, რომელმაც „პარკენ-არენაზებელარუსული ჟოდინოსტორპედო-ბელაზი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0.

საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი დანიის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, ჯეს ტორუპმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა. ვილჩეკმა (47 წთ, 62 წთ) დუბლი შეასრულა, თითო გოლი ფოლკის (43 წთ) და ვინის (66 წთ, პენალტი) ანგარიშზეა.

აზერბაიჯანული „კესლა“ რუსეთის პრემიერლიგის „სოჭს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. მერაბ გიგაურმა სტუმართა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა და მე-18 წუთზე ყვითელი ბართი მიიღო.

ლიმასოლის „აპოლონმა“ გორის „დილას“ მძლეველი „ჟილინა“ მიიღო და 1:3 დამარცხდა. გიორგი პაპუნაშვილი კვიპროსული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, 58-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 84-ე წუთზე კი შეცვალეს. სადებიუტო მატჩი ჩაატარა რეზი ინჯგიამ, რომელიც მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა.

გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ (უნგრეთი) შინ 2:1 სძლია ლიხტენშტაინის „ვადუცს“. მასპინძელთა შემტევმა ნახევარმცველმა ზოლტან შტიბერმა მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა მას მერე, რაც ბერიძისგან მიიღო ბურთი.

ბელგიურმა „გენტმა“ 4:0 დაამარცხა ნორვეგიული „ვალერენგა“. სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ განაცხადშიც ვერ მოხდა – კლუბში გაკეთებული კომენტარის მიხედვით, 22 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ჯერ ფორმაში არაა. თუმცა „გენტის“ ევროგანაცხადშია და შესაძლოა, განმეორებით მატჩში ვიხილოთ.

კონფერენციების ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები 29 ივლისს გაიმართება.