კახა ცხადაძე - „დინამოს“ ყველაზე დიდი პრობლემა ოსტატობის ნაკლებობაა
კახა ცხადაძე - „დინამოს“ ყველაზე დიდი პრობლემა ოსტატობის ნაკლებობაა

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჰაიფას „მაკაბისთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 წააგო.

– გულდაწყვეტილი ვარ და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. გუნდურად „მაკაბიმ“ ვერ გვაჯობა, მაგრამ კარგი ინდივიდუალისტები ჰყავს და მათ ხარჯზე მოიგო.

– ეს კი ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა – ინდივიდუალური ოსტატობა გვაკლია. პასების უმეტესობა არაზუსტია, რაც ოსტატობის ნაკლებობაზე მეტყველებს. ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს იმ დონეს, რაც „დინამოს“ სჭირდება.

– ფეხბურთელები შიშით თამაშობენ, ეს ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია. „ნეფთჩისთანაც“ და „მაკაბისთანაც“ საჯარიმოში ბევრჯერ შევედით, თუმცა შემდეგ ყველაფერი ფეხბურთელების კლასზეა დამოკიდებული…

– გაძლიერებას თუ ვაპირებთ? ფეხბურთელების დამატება გვსურს, თუმცა სატრანსფერო „ფანჯარა“ დახურულია და მხოლოდ თავისუფალ აგენტს დავიმატებთ. „დინამო თბილისი“ ისევ გამორჩეული გუნდი რომ გახდეს, საამისოდ კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი.

„დინამო“ ჰაიფას „მაკაბისთან“კონფერენციათა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას 29 ივლისს ისრაელში გამართავს.

დატოვე კომენტარი