კონფერენს ლიგა - კაშიამ და კანკავამ „ჟალგირისთან“ არ ითამაშეს - ჩაკვეტაძემ შანსებით ვერ ისარგებლა #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისის და ქართული სამეულის (კანკავა, კაშია, ჩაკვეტაძე) „სლოვანმა“ კონფერენს ლიგის H ჯგუფის პირველი მატჩი ვილნიუსის „ჟალგირისთან“ ჩაატარეს და მხოლოდ ქულა მოიპოვეს 0:0.
სლოვაკეთის ჩემპიონის განაცხადში არ იყვნენ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა და მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. კაშიამ ბოლო მომენტში იძულებული გახდა თამაში გამოეტოვებინა, რადგან ჯანმრთელობის მცირე პრობლემა ჰქონდა, ხოლო კანკავამ „ზრინსკისთან“ პლეი ოფის განმეორებით მატჩში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაცირებული გახლდათ.
პირველ ტაიმში ჩაკვეტაძე მეტოქის კარს ორჯერ დაემუქრა. რეალური საგოლე შანსი პირველ ტაიმის ბოლოს ჰქონდა, მაგრამ საჯარიმო მოედნის გარედან დარტყმულმა ბურთმა ძელს ჩაუქროლა. გიორგის თავსი გამოჩენა მეორე ტაიმშიც შეეძლო, მაგრამ 54-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ სტუმართა ძირითად შემადგენლობაში 10-მა ლეგიონერმა ითამაშა, ლიეტუველი კი მხოლოდ მეკარე გახლდათ. უცხოელებით გაძლიერებულმა „ჟალგირისმა“ სლოვაკეთის ჩემპიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა. მაგრამ გუნდების დიდი მცდელობის მიუხედავად, „ტექელნო პოლიზე“ გოლი არ გასულა 0:0.
შემდეგ შეხვედრას „ვაისის“ გუნდი 15 სექტემბერს გამართავს – ერევანში „პიუნიკს“ ესტუმრება.