კონფერენს ლიგა I ანდრეი დემჩენკო - ქართველებს ფეხბურთი სისხლში აქვთ და შრომისმოყვარეებიც არიან, მათ უბრალოდ გასაღები უნდა მოუძებნო #1TVSPORT
კონფერენს ლიგა I ანდრეი დემჩენკო - ქართველებს ფეხბურთი სისხლში აქვთ და შრომისმოყვარეებიც არიან, მათ უბრალოდ გასაღები უნდა მოუძებნო #1TVSPORT

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ukrfootball-თან ინტერვიუში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა.

„ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშისას გუნდის სისტემამ და ფილოსოფიამ გარკვეული ცოდნა მომცა, რაც ახლა მეხმარება. ქართველები თამაშობენ ესპანურ სტილში? ისინი ნიჭიერები არიან, მაგრამ ზოგჯერ დისციპლინის პრობლემა აქვთ და მოთამაშეები ზედმეტად ინდივიდუალურად მოქმედებენ.

მათ გასაღები უნდა მოუძებნო. ნიჭიერებასთან ერთად, ძალიან შრომისმოყვარეებც არიან. სისხლში აქვთ ფეხბურთი, ტექნიკა, ინდივიდუალიზმი. ქართველ მოთამაშეს შეუძლია, იმიტაცია შექმნას, რომ გადაცემას ერთი მიმართულებით აკეთებს და მთელი სტადიონი მარცხნივ გაახედოს, პასი კი მარჯვნივ გასცეს.

უბრალოდ, საჭიროა, ფეხბურთელებს თავისი შრომის შედეგი აჩვენო. ევროპაში წასულმა ქართველებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს – არველაძემ, ქინქლაძემ, კობიაშვილმა, კვარაცხელიამ, დავითაშვილმა. ისინი ევროპაში დისციპლინირებულნი ხდებიან. ზოგადად, საქართველოში ევროპული, მშვიდი ცხოვრების წესია. ისინი აუჩქარებლად ცხოვრობენ“, – განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.

პოლტავის „ვორსკლასთან“ კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით შეხვედრას გორის „დილა” პოლონეთის ქალაქ ტიხიში 27 ივლისს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.