კონფერენს ლიგა | გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT
დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში კვიპროსული „ომონია“ 1:0 დაამარცხა, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს.
პლეი ოფის პირველი მატჩი ნიქოზიაში გაიმართა და კვიპროსელებმა 6:0 მოიგეს. ამგვარად, საპასუხო შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
დავით ვოლკოვს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა, ამჯერად გოლითა და საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. მისი შეცვლის დროს კი მოედანზე გიორგი პაპუნაშვილი შევიდა.
ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“, რომელიც საპასუხო მატჩში შოტლანდიაში „კილმარნოკს“ დაუზავდა – 1:1. ქართველი მცველი განაცხადში არ იყო. „კოპენჰაგენმა“ პირველი მატჩი 2:0 მოიგო, საერთო ჯამში 3:1 გაიმარჯვა და ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.