კონფერენს ლიგა | დავით ვოლკოვმა „დუნაისკა სტრედასთან“ დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
დავით ვოლკოვმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ „დუნაისკა სტრედასთან“ დუბლი შეასრულა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, აზერბაიჯანულმა „ზირამ“ კი მეტოქე 4:0 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი „ზირას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. აზერბაიჯანელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს და შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ.
ვოლკოვმა თავი მეორე ტაიმში გამოიჩინა. მან სხვაობა 51-ე წუთზე ზუსტი თავური დარტყმით გაზარდა. ორ წუთში ბურთი მოედნის ცენტრიდან წაიღო, საჯარიმოს მიუახლოვდა, ზუსტი დარტყმით დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:0.
ეს მიმდინარე ევროთასებზე ქართველი თავდამხმელის მესამე გოლი იყო. პირველ ეტაპზე, ევროპა ლიგაზე ტირასპოლის „შერიფს“ გასვლით დაპირისპირებაში გაუტანა. მაგრამ აზერბაიჯანული გუნდი შინ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთო.
ამ მოგებით „ზირა“ ორრაუნდიანი დაპირისპირების აშკარა ფავორიტი გახდა. „დუნაისკა სტრედას“ ოთხბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ძალიან გაუჭირდება. საპასუხო მატჩი პირველ აგვისტოს სლოვაკეთში გაიმართება.