კონფერენს ლიგა | ბათუმის „დინამოსთან“ „დეჩიჩს“ საქართველოს ჩემპიონის ყოფილი მცველი ბალიჩი ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ოთხშაბათს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ჩემპიონ „დეჩიჩს“ ბათუმის „დინამოსთნ“ საშა ბალიჩი ვერ დაეხმარება, რომელიც 2023 წელს საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში თამაშობდა – ამის შესახებ გამოცემა vijesti იუწყება.
„ბათუმში „დინამოსთნ“ „დეჩიჩის“ შემადგენლობაში ახალწვეული ჟარკო ტომაშევიჩი, სავარაუდოდ, სადებიუტო თამაშს ჩაატარებს. თუმცა გუნდს სტუმრად ანდრეი ბაიოვიჩი, საშა ბალიჩი და რობერტ ჟელაი ვერ დაეხმარებიან“, – წერს გამოცემა.
საშა ბალიჩი მონტენეგროელი მცველია, რომელიც 2023 წელს ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა და გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონიც გახდა. მას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსელებთანაც არ უთამაშია და მოედანზე ყოფილი კლუბის წინააღმდეგაც არ გავა.
ბათუმის „დინამო“ ოთხშაბათს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ჩემპიონ „დეჩიჩს“ საკუთარ სტადიონზე მიიღებს – „ბათუმი არენაზე“ შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.