კონფერენს ლიგა | „ბაშაქშეჰირის“ ნახევარმცველი - „იბერიასთან“ რთულ მატჩს ველი, მაგრამ პლეი ოფში გასვლა გვინდა #1TVSPORT
ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე „ბაშაქშეჰირის“ ნახევარმცველმა, ბერკაი ოზგანმა თბილისის „იბერიასთან“ საპასუხო მატჩამდე საკუთარ და გუნდის მოლოდინებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რთულ მატჩს ელის.
„საქართველოში პირველი მატჩი მოვიგეთ და ეს დიდი პლუსია, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ქართველებთან რთულ მატჩს ველი. ჩვენი გუნდისა და ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროტურნირზე გამოსვლა გავაგრძელოთ და პლეი ოფში მოვხვდეთ.
სეზონისთვის კარგად მოვემზადეთ, გუნდში კარგი ატმოსფეროა. ყველა ბედნიერია და მონდომებით ვარჯიშობს. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და გვსურს, დავიმტკიცოთ, რომ თურქეთის სუპერლიგასა და კონფერენს ლიგაზე კარგად გამოსვლა შეგვიძლია. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთის სუპერლიგაში, მინიმუმ, ხუთეულში მოვხვდეთ, კონფერენს ლიგაზე კი ჯერ ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ და შემდეგ რაც შეიძლება შორს წავიდეთ“.
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი „ბაშაქშეჰირსა“ და „იბერიას“ შორის სტამბოლში 15 აგვისტოს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა თბილისში თურქებმა 1:0 მოიგეს.